ეკოენერგია: ქსელი და მარკირება

ქსელი

„ეკოენერგია“ წარმოადგენს ევროპის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს, რომლებიც ხელს უწყობენ ეკოლოგიურად მდგრადი ელექტროენერგიის გამოყენებას. ამჟამად მასში გაერთიანებულია 31 წევრი 23 ევროპულ ქვეყნებიდან. მომავალში კი კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია აპირებს შემოერთებას.

ჩვენ მიზანია:

  • ელექტროენერგიის განახლებადი წყაროების სექტორის განვითარების სტიმულირება და ეკოლოგიური გადაწყვეტიულებების ხელშეწყობა;
  • წვლილის შეტანა ბიომრავალფეროვნების, საცხოვრებელი ადგილების და ეკოსისტემების შენარჩუნებაში;
  • ელექტრონერეგიის ყველა მომხმარებლის ინფორმირება შესასყიდი პროდუქტისა და მისი მახასიათებლების შესახებ;
  • ათასობით ცალკეული პიროვნებების, ჯგუფებისა და კომპანიების დადებითი ენერგიის მობილიზაცია, საკუთარი ამბციების გაზიარებით და მათთვის საშუალების მიცემა გახდნენ ქსელის აქტიური მონაწილეები;
  • ელექტროენერგეტიკული სექტორის, ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა (მაგალითად, მომხმარებელთა ორგანზაციების და სახელისუფლებო ორგანოების) დიალოგის ორგანიზება და მათი ძალების გაერთიანება.

ეკომარკირება

„ეკოენერგია“ აგრეთვე წარმოადგენს ელექტროენერგიის ეკოლოგიურ მარკირებას, რომელიც იმართება „ეკოენერგიის“ ქსელის მიერ. ეკოლოგიური მარკირების მიზანია დაეხმაროს მომხმარებლებს რთული ევროპული ელექტროენერგიის ბაზრის სისტემაში ნავიგაციისათვის.

სავსებით ცხადია, რომ მხოლოდ განხლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია შეიძლება გაიყიდოს „ეკოენერგიის“ მარკირებით. თუმცა „ეკოენერგია“ ნიშნავს არა მხოლოდ განახლებად ელექტროენერგიას. ის აგრეთვე აკმაყოფილებს ეკოლოგიური მდგრადობისადმი მოთხოვნილებებს, რომლებიც შემუშავებულია „ეკოენერგიის“ ქსელის მიერ. ამასთან ერთად, „ეკოენერგიის“ მომხმარებლები მიიღებენ ზუსტ და საიმედო ინფორმაციას მიღებული ელექტროენერგიის წარმომამვლობის შესახებ.

„ეკოენერგიის“ მარკირება არის ელექტროენერგიის ერთადერთი სავაჭრო ნიშანი, რომელიც წარმოიქმნა კონსულტაციების საერთო ევროპული პროცესის შედეგად, რომელიც მუშაობს მთელ ევროპულ ბაზარზე და აღიარებულია ყველა ევროპულ ქვეყნებში დაიტერესებულ მხარეთა მიერ.

PS: Contact Steven Vanholme, steven.vanholmesmall ekoenergy symbolsll.fi, if you want to help us with the translation of this website to Georgian.