მართვა

ekoenergy stampსაბჭო

„ეკოენერგიის“ საბჭო არის უმაღლესი ორგანო მართვის სტრუქტურაში.

საბჭო:

  • ამტკიცებს ორგანიზაციის სტრატეგიას;
  • ღებულობს გადაწყვეტილებებს კრიტერიუმების შესახებ;
  • ღებულობს გადაწყვეტილებებს საწარმოო მექნიზმების მართებულობის შესახებ;
  • ღებულობს გადაწყვეტილებებს „ეკოენერგიის“ეკოლოგიური ფონდის და „ეკოენერგიის“ კლიმატის ფონდის ფულადი სახსრების გამოყენების შესახებ;
  • ნიშნავს „ეკოენერგიის“ სამდივნოს ხელმძღვანელს.

„ეკოენერგიის“ ყოველი წევრი ორგანიზაცია წარადგენს საბჭოში თითო პიროვნებას. საბჭოს წევრების სია არის აქ.

საკონსულტაციო ჯგუფი

„ეკოენერგიის“ საკონსულტაციო ჯგუფს ნიშნავს „ეკოენერგიის“ საბჭო. ის ინიშნება ორი წლით, ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობით.

„ეკოენერგიის“ საკონსულტაციო ჯგუფში შედიან შემდეგი დაინტერესებული მხარეები:

  • გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები: გარემოსდაცვითი ქოლგის ქვეშ მომუშავე ორგანიზაციები როგორც ევროპულ დონეზე, ასევე ეროვნული/რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ელექტროენერგეტიკული დარგი (ელექტროენერგიის მწარმოებლები, მოვაჭრეები და მომხმარებლები);
  • „ეკოენერგიის’ მომხმარებლები, მათი შვილობილი ორგანიზაციები და მომხმარებელთა ორგანიზაციები.

სხვა შესაძლო წევრები შეიძლება იყვნენ მაგალითად, სახელისუფლებო ორგანოები, რომლებიც მონაწილეობენ და ახორციელებენ „გარანტიების წარმომავლობის სისტემას“.

„ეკოენერგიის“ საკონსულტაციო ჯგუფს შეუძლია გააკეთოს კომენტარი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია „ეკოენერგიასთან“. საკონსულტაციო ჯგუფი აქტიურად აწვდის „ეკოენერგიის’ საბჭოს ინფორმაციას დღის წესრიგის შესახებ. საბჭომ უნდა უპასუხოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შენიშვნებზე და შეკითხვებზე ორი თვის განმავლიბაში. საკონსულტაციო ჯგუფი ახდენს წევრების ნომინირებას „ეკოენერგიის“ საარბიტრაჟო ჯგუფში უმრავლესობის ¾–ს გადაწყვეტილებით.

Click here for the list with members of the Advisory Group.

სამდივნო

„ეკოენერგიის“ ყოველდღიური მართვით დაკავებულია სამდივნო. სამდივნოს ამოცანებში შედის:

  • „ეკოენერგიის“ მართვის უზრუნველყოფა;
  • „ეკოენერგია“ საგარეო კავშირებში წარმოდგენა და კონტაქტების ძიება;
  • დაინტერესებულ მხარეთათვის და ჯგუფებისათვის მომსახურების გაწევა;
  • „ეკოენერგიის“ სტრუქტურაში ყველა შეხვედრების ორგანიზება, მომზადება და მონიტორინგი;
  • დოკუმენტების მომზადება ბიუჯეტებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისათვის;
  • შიდა და საგარეო ანგარიშების მომზადება;
  • პუბლიკაციების მხარდაჭერა და ინფორმაციის გავრცელება;
  • მარკირების ფინანსური მართვა.

Click here for an overview of the staff and volunteers of the EKOenergy Secretariat.

საარბიტრაჟო ჯგუფი

„ეკოენერგიის“ საარბიტრაჟო ჯგუფი შედგება არანაკლებ 3 ექსპერტისაგან, რომლებიც დანიშნულია საკონსულტაციო ჯგუფის მიერ და დამტკიცებულია „ეკოენერგიის“ საბჭოს მიერ.. დანიშვნის ვადაა 5 წელი.

საარბიტრაჟო ჯგუფი უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი ექსპერტით გარემოს დაცვის საკითხებში და ერთი ექსპერტით ელექტროენერგიის განახლებადი წყაროების სფეროში. დაინტერესებულ მხარეთა შესაბამის ჯგუფებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ კანდიდატები.

„ეკოენერგიის“ საარბიტრაჟო ჯგუფი აგრეთვე არეგულირებს დავებს „ეკოენერგიასა“ და ქსელის წევრთა შორის, ან „ეკოენერგიასა“ და კომპანიებს შორის, რომლებიც ყიდიან „ეკოენერგიის“ მიერ მარკირებულ ელექტროენერგიას.

„ეკოენერგიის“ საარბიტრაჟო ჯგუფი შეიქმნება და დაიწყებს მუშაობას არაუგვიანეს 2 წლისა „ეკოენერგიის“ მიერ მარკირებული ელექტროენერგიის პირველი გაყიდვიდან (მაგალითად, 2015 წლის 15 ივნისათვის).